ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი- ახალი მიდგომის თანახმად მუნიციპალიტეტებს შორის კონკურენტული გარემო შეიქმნება

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით,  მომავალი წლისთვის, ახალი მიდგომის თანახმად, რეგიონში მუნიციპალიტეტებს შორის შეიქმნება კონკურენტული გარემო. 

მისივე თქმით, ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს გაეზრდებათ დამატებით დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.

,,მსგავსი მიდგომით, მუნიციპალიტეტები დროულად მოახდენენ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასა და დაკონტრაქტებას, ამავდროულად პროცედურების დროული შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მზაობისა და ეფექტურობის ხარისხის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარით იზრდება”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.