ახალი ამბები

„დროებითი სამშობლო“ – ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმი გადაიღო

„დროებითი სამშობლო“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ავსტრიელმა რეჟისორმა საქართველოზე გადაიღო.

ფილმის გადაღებები თუშეთში მიმდინარეობდა, შესაბამისად, ფილმში საქართველოს ამ მაღალმთიანი მხარის უნიკალური და ულამაზესი კადრები მოხვდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავსტრიელი რეჟისორის რაინჰარდ ფორსტინგერის მიერ თუშეთში გადაღებული დოკუმენტური ფილმის -„დროებითი სამშობლო“- პრემიერა დღეს ავსტრიაში, ქალაქ გმუნდენში გაიმართება.

ფილმის გადაღების მიზანი საქართველოს ტურისტული შესაძლელობების წარმოჩენაა. ფილმში ყურადღება გამახვილებულია თუშეთში არსებულ ცხოვრებაზე, ტრადიციებზე, მუსიკაზე.