ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას 62 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაქტორი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა ტრაქტორის მძღოლი.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას შს კახეთის მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.