ახალი ამბები

ლაშა პაპაშვილი – რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი რუსეთიდან ტურუსტული ვიზიტების შესაძლო შემცირებაზე აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, რუსული ტურისტული ემბარგო ძირითადად მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაარტყამს.

ისივე თქმით, რუსეთმა პირდაპირი ავიარეისები კი აკრძალა, მაგრამ ვისაც საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა.

„რუსებმა ტრანზიტული ქვეყნებიდან საქართველოში 6-7 წელი იფრინეს. ეს ნაკადი ეხლაც გაგრელდება. ვისაც ჩამოსვლა უნდა, ჩამოვა,“— აცხადებს პაპაშვილი.

მისი განმარტებით, ქვეყნისთვის ეს არის მცირე შოკი, თუმცა, მსგავსი რამე ქვეყანას უკვე გავლილი აქვს.