ახალი ამბები

სოფელ ვაქირში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ახალგაზრდული ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.

როგორც “კახეთის ხმას” მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გაჩნდა ახალი სივრცე, სადაც მათ შეეძლებთ თავმოყრა, კულტურული, შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებების, ასევე, სხვადასხვა საინტერესო იდეის ორგანიზება.

ახალგაზრდული ცენტრის გახსნას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი