ახალი ამბები

თელავში საპროტესტო აქცია ,,რუსეთი ოკუპანტია” გაიმართა

თელავში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსი დეპუტატების ვიზიტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატები არათუ საკანონმდებლო ორგანოში, არამედ ქვეყანაშიც არ უნდა იყვნენ.

,,ჩვენ ვუერთდებით დღეს განვითარებული მოვლენებით აღშფოთებულ ადამიანებს. რუსეთი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ოკუპანტი. შესაძლებელია ბევრ რამეზე ვერ შევთანხმდეთ ყველა, მაგრამ აუცილებელია ოკუპანტს ვებრძოლოთ ერთიანი ძალით. რუსები ჩვენი საკანონმდებლო ორგანოდან არ უნდა გვესაუბრებოდნენ, არ აქვს მნიშვნელობა რაზე, ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა”,- განუცხადეს knews.ge-ს აქციის მონაწილეებმა.

https://www.youtube.com/watch?v=8JVh4hJJA-k&feature=youtu.be