ახალი ამბები

აქციის მონაწილეები- სასტუმრომ დენის წყაროს გამოყენებაზე უარი გვითხრა

თელავში აქცია ,,სირცხვილია” გაიმართა. თელაველებმა დღეს საქართველოში და პარლამენტში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და რუსი მაღალჩინოსნების ქვეყნიდან წასვლა მოითხოვეს.
აქციის ორგანოზატორის, თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, აქციის ფარგლებში დაიგეგმა ღონისძიების ჩატარება და ადგილობრივი მომღერლების და ავტორ-შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი, თუმცა ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრომ, Hotel Erekle II,   აქციის მონაწილეებს დენის წყაროს გამოყენებაზე უარი უთხრათ.

,,აქციაზე ჩვენ მეგობარ მუსიკოსებს გაუჩნდათ იდეა, რომ მუსიკით გაგვეპროტესტებინათ და ასე გაგვეგრძელებინა აქცია. სასტუმრომ, Hotel Erekle II რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, დენის წყაროზე გვითხრა უარი იმ მოტივით, რომ თურმე გაუმართავი აქვთ სისტემა და 1 საათით, ერთ დენის წყაროს ვერ მოგვცემენ. ამით ისინი შეუერთდნენ ფაქტიურად ოკუპაციას და დადგნენ მათ მხარეს”,- განაცხადა ნიკოლოზ შარვაშიძემ.