გურჯაანში მამამ ორსული შვილი სცემა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 32 წლის ორსულ ქალზე მამამ ფიზიკურად იძალადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს მეუღლე ჰყავს, თუმცა შვილს სხვა მამკაცისგან ელოდებოდა, ამბის გაგების შემდეგ კი მამამ შვილი სცემა, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას ნაყოფი მოსცილდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *