სოფელ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება

20 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-8 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. ღონისძიება 12:45 საათზეა დაგეგმილი. 

მანამდე 12:00 საათზე კი დუისის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა“.

ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციია და ის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად საქართველოში 2014 წელს ჩამოყალიბდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი. მალე რეგიონებში დამატებით ამოქმედდება რამდენიმე ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი, რაც უფასო სამართლებრივ დახმარებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *