თუშეთის გზაზე ავტოავარიისას დაღუპული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს

თუშეთის გზაზე ავტოავარიისას დაღუპული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს.

32 წლის კონსტანტინე ღუზარაულის ცხედრის ამოყვანას მაშველთა ჯგუფი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

ავარიის დროს დაშავებული მძღოლი კი თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, მას ტვინის შერყევა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

შეგახსენებთ, თუშეთის გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანაში საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *