კახეთის გუბერნატორი- უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში რომელიც თუშეთში ხრამში გადავარდა

კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ირაკ­ლი ქადა­გიშ­ვი­ლის ინფორმაციით, უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მო­ბილ­ში, რომელიც თუშეთში ხრამში გადავარდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე მოხდა. მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ უცხოელი ტურისტები მართავდნენ ხრამში გადავარდა.

ამ დროისთვის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან პო­ლი­ცი­ის, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­ხან­ძრო- სა­მაშ­ველო ბრი­გა­დე­ბი, თუმ­ცა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რის არ არ­სე­ბო­ბის გამო, ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *