ახალი ამბები

თუშეთის გზაზე მანქანა ხრამში გადავარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში იმ ადგილზე, სადაც ავტომანქანა გადავარდა, სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

Bm.Ge-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი პირი კი დაზიანებებით სასწრაფომ ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა.

ინციდენტი თუშეთის გზაზე ე.წ აბანოს ხიდთან მე -18 კილომეტრზე მოხდა, ავტომობილი, რომლითაც ორი მამაკაცი მგზავრობდა, ხრამში გადაიჩეხა. ადგილზე სამაშველო, სახანძრო სასწრაფო და პოლიცია ამ დრომდე მობილიზებული რჩება.

თუშეთის გზა წვიმის შედეგად დღეს  დაზიანდა, ჩამოშლილი ლოდები ისედაც განადგურებულ მონაკვეთზე მოძრაობას საფრთხეს უქმნის.