აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამამ 6 საგრანტო პროექტი განახორციელა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლმობის პროგრამამ თბილისში, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს, ევროკავშირის, აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2013-2019 წლებში განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრეს. ორ ქვეყანას შორის პატრნიორობის გაღრმავების მიმართულებით ინვესტიციის სახით 1 მილიონ 350 ათასი ევრო განხორციელდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებმა 6 საგრანტო პროექტი განახორციელეს. პროექტების მიზანი იყო ორი ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა და რეგიონალური განვითარება.

პროგრამის ხელმძღვანელის, ნატო ალხაზიშვილის განცხადებით, პროექტების განხორციელების შედეგად გაუმჯობესდა ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები, დაინერგა სასოფლო-სამეურნეო ნარგავების მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, ხელი შეეწყო ახალგაზრდების დასაქმებასა და გაძლიერებას, დაისახა ტურიზმის განვითარების ახალი გზები.

“ჩვენ ვამაყობთ, რომ დღეს შეგვიძლია ყველა პარტნიორს მივულოცოთ აზერბაიჯანი-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის გრანტების წარმატებით დასრულება. აზერბაიჯანისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთად მუშაობდნენ საზღვრისპირა რაიონების ყველაზე აქტუალური პობლემების გადასაჭრელად. იმედი გვაქვს, რომ ეს ძვირფასი გამოცდილება მომავალი თანამშრომლობის საწინდარი გახდება და ორი ქვეყანა უფრო ეფექტურად ითანამშრომლებს“, – განაცხადა ნატო ალხაზიშვილმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTC) მიზანია, შექმნას კარგი გარემო საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობისათვის მოლდოვა-უკრაინაში, უკრაინა – ბელარუსში, სომხეთ-საქართველოში და აზერბაიჯან-საქართველოში. ის აგრეთვე მიზნად ისახავს, გააძლიეროს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზავიები, რომ მათ თავად შეძლონ მსგავსი პროგრამების განხორციელება. პროგრამისათვის ჯამში 12.5 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *