ახალი ამბები

სოფელ კაჭრეთში სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ქვესადგურების თანამშრომელი გარდაიცვალა. 33 წლის შოთა მთავარაშვილი ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა, რომლის დროსაც დენმა დაარტყა.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი