ველისციხის ინციდენტში მონაწილეობისთვის დაკავებული სამი პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ველისციხის ინციდენტში მონაწილეობისთვის დაკავებული სამი პირი – გოჩა მაისურაძე, თენგიზ ჯანიაშვილი და მამუკა უსინაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ეს გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა და ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა დააკმაყოფილა და სამივე მათგანს 3 000- 3 000 – ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება გასული წლის 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტში მონაწილე სამ პირს, რომლებსაც გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. გოჩა მაისურაძე, თენგიზ ჯანიაშვილი და მამუკა უსინაშვილი პოლიციამ, მომხდარიდან ორ დღეში, 18 დეკემბერს დააკავა.

მორიგი სასამართლო პროცესი 26 ივლის, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *