ახალი ამბები

ილია მეორე ბოდბეში ახლად აშენებულ ტაძარს აკურთხებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, კვირას, ბოდბეში ახლად აშენებულ წმინდა ნინოს ტაძარდ აკურთხებს.

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს თქმით, პატრიარქი ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში წირვას აღავლენს.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, კვირას მიემგზავრება ბოდბეში, სადაც ამ კვირას იკურთხება ახლად აშენებული შესანიშნავი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში და მისი უწმინდესობა იქ წირვას აღავლენს ამ მოვლენასთან დაკავშირებით, – განაცხადა მეუფე შიომ.