ახალი ამბები

კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდოდ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაფიქსირდა

კახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებელს მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

82 წლის მასწავლებელი 12 წლის მოსწავლეს, რომელიც ბებია-პაპასთნ იზრდებოდა, საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა და მისგანაც იგივეს ითხოვდა.

გარდა ამისა, ის მოსწავლეს ფულს აძლევდა და მფარველობას პირდებოდა.
მის მიმართ განხორციელებული ქმედების შესახებ მოსწავლემ კლასის დამრიგებელს უამბო და მოძალადე მასწავლებელთან დიალოგი ტელეფონით ჩაიწერა.
ფაქტის გახმოვანების შემდეგ, პედაგოგი სკოლიდან დაითხოვეს.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო. გამოკითხულია, როგორც არასრულწლოვანი, ასევე სკოლის პედაგოგები.

მოზარდი დედოფლისწყაროდან თბილისში დედასთან დააბრუნეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, ის სხვა სკოლაში ივლის.

ნიკოლოზ ესიტაშვილი