ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ქალაქ თელავში სარა დიჩის სახელობის ტრეინინგ-ცენტრი გაიხსნა 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის” ბაზაზე, თელავში, მშვიდობის კორპუსის მოხალისე სარა დიჩის სახელობის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა.

“მედია ცენტრი კახეთის” დირექტორის თქმით, სარამ მუშაობის 2 წლიან პერიოდში ორგანიზაციის განვითარებაში დიდი წვლილი შეასრულა. მაია მამულაშვილმა აღნიშნა, რომ სარა დიჩის დახმარებით ორგანიზაციამ გახსნა ტრენინგ-ცენტრი, რომელიც აქტიურად მუშაობს, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე მოქალაქეების ინფორმირებისა და გააქტიურებისთვის.

,,31 მაისი მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი ორგანიზაციისათვის. მშვიდობის კორპუსის მოხალისე სარა დიჩის ბოლო სამუშაო დღე საზეიმოდ აღვნიშნეთ. 

სარამ მისია 2017 წელს დაიწყო, მისი მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა არაერთი მნიშვნელოვანი პროეტის განხორციელებას კახეთის რეგიონში, რამაც ხელი შეუწყო ქალების, ახალგაზრდებისა და ფერმერებისათვის სასარგებლო აქტივობების დანერგვას. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორგანიზაციის განვითარებაში.

ადგილობრივ სამოქალაქო სექტორში შეტანილი წვლილისათვის თელავში სარა დიჩის სახელობის ტრეინინგ-ცენტრი გაიხსნა, რომელიც რეგულარულად უმასპინძლებს საჯარო შეხვედრებს, ტრეინინგებსა და სემინარებს”, – განაცხადა მაია მამულაშვილმა.