ახალი ამბებითვითმმართველობა

თელავის აეროპორტი “მიმინო” საერთაშორისო ფრენებს განახორციელებს

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, თელავის აეროპორტი “მიმინო” საერთაშორისო ფრენების დაწყებისთვის ემზადება.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროსთან და ყველა შესაბამის უწყებასთან კონკრეტული პროექტი უკვე გავლილია.

გუბერნატორის თქმით, შიდა ფრენების განსახორციელებლად 9 მილიონი ლარი ქინება საჭირო, ხოლო საერთაშორისო მიმართულების განვითარებისთვის კი – 15 მილიონი ლარი.

“ვფიქრობთ, რომ თელავის აეროდრომის როგორც აეროპორტის ამუშავება, ერთ-ერთი დიდი სტიმული იქნება ტურიზმის განვითარებისთვის. “მიმინოს” ახლაც შეუძლია კერძო ფრენების მიღება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შესაბამისი არცთუ ისე დიდი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ის ჩარტერული რეისების მიღებასაც შეძლებს და შიდა ფრენებსაც განახორციელებს. 

იმისათვის, რომ შიდა ფრენები დაიწყოს, ბათუმის და სხვა მიმართულებებით ინვესტიციის მაქსიმალური რაოდენობა არის 9 მლნ ლარი, საერთაშორისო ჩარტერული რეისებისთვის კი 15 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. ჩვენ თუ შევხედავთ, ამ თანხად რა სიგრძის გზა შეიძლება დაიგოს, ეს შეიძლება იყოს 7-8 კმ, აეროპორტის ამუშავება კი გაცილებით დიდ სარგებელს მოგვცემს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.