ახალი ამბები

თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

თელავის ცენტრალურ მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.

გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, კახეთში მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები.

მოწყობილია ასევე გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, იმართება სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ასევე სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები, მიიღონ მონაწილეობა არყის გამოხდასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.

ღონისძიებები საღამოს კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხმები, ჯგუფი ,,გამოუვალი მდგომარეობა” და ნიაზ დიასამიძე.