იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა თელავში შეხვედრა გამართა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ თელავში შეხვედრა გამართა. იგი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დაინტერესებულ პირებს შეხვდა. მათ დოლიძეს რომლებიც რეგიონში არსებულ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ანა დოლიძის თქმით, რეგიონებში შეხვედრების ფარგლებში ის ყველა ადგილობრივ სასამართლოს ესტუმრება და ამავე დროს ადგილობრივი მოსახლეობასთან სამართლიანობასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე იმსჯელებს.

,,რამდენიმე თვის წინ გამოვაცხადე, რომ დავიწყებდი მოსმენებს რეგიონებში ძირითადად სასამართლოების და მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ. მაგრამ სამართლიანობის თემა იტევს უამრავ საკითხს: ყველაფერს დაწყებული ეკონომიკიდან, შრომიდან, ინვესტიციებიდან, ტურიზმიდან და ამ ყველაფრის ცენტრში არის სამართალი და სამართლიანობა. 
ჩემი მოწოდებაა, მოვუსმინო ადგილობრივად აქტიურ მოქალაქეებს, რა პრობლემები აქვთ მათ, რას ფიქრობენ, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები და როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება ჩვენს გარშემო.

მიხარია, რომ თელავში შეხვედრაზე დავინახე პროფესიულად და პიროვნულად აქტიური მოქალაქეები. მსგავს შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გავმართავ’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” ანა დოლიძემ.

 

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *