ახალი ამბები

თესაუს ადმინიტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მზია მაისურაძე აირჩიეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდა.

არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, მზია მაისურაძე მონაწილეობდა.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარმომადგენლობითი საბჭოს 20 წევრიდან 18 გამოცხადდა და ყველა მათგანმა საკუთარი არჩევანი მზია მაისურაძეზე შეაჩერა.

მაისურაძემ უმაღლესი სასწავლებლის კანცლერის თანამდებობა 4 წლის ვადით დაიკავა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი