კახეთში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწესრიგების პროექტი განხორციელდება

კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს – DMO – ” Visit Kakheti “-ის ინიციატივით, უახლოეს მომავალში კახეთში პოლონელ ინვესტორებთან შეთანხმებით საზოგადოებრივი ტუალეტების მოწესრიგების პროექტი განხორციელდება. 

როგორც DMO – ” Visit Kakheti “-ის დირექტორი, მალხაზ ჭრელაშვილი ამბობს, პროექტი კახეთის რეგიონში თელავის, ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში იმ ადგილებში განხორცილდება, სადაც ტურისტული ნაკადი დიდია. 

მალხაზ ჭრელაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტუალეტების პროექტს კერძო ინვესტორი განახორციელებს, რომელიც ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ბიზნესით არის დაკავებული. 

,,აღნიშნული კუთხით საქმიანობის გამოცდილება აქვს კომპანიას. ეს არის მათი კერძო ბიზნესი ევროპულ ქვეყნებში. საქმიანობენ იქ სადაც ტურისტული ადგილებია და ბევრი ტურისტი მიდის. იმ ადგილებში დგამენ ევროპული ინტერიერის და მომსახურების დონის საზოგადოებრივ ტუალეტებს, სადაც შესვლა არის ფასიანი.

ისინი დებენ ამაში ინვესტიციას და იღებენ შემდეგ მოსავალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის განმავლობასო. უკვე იყვნენ ჩამოსულები კახეთში და ნახეს ტურისტული ადგილები და მოინიშნეს სად რისი გაკეთება შეიძლება. ამ დროისთვის პროექტის განხორციელება იგეგმება თელავში, ყვარელში, სიღნაღი, გურჯაანი, საგარეჯო.

მათი ჩამისვლა იყო პირველი ეტაპი, მეორე ეტაპზე მოხდება თვითმმართველობებთან შეთანხმების მიღწევა და შემდეგ დაიწყება სამუშაოები’’,- განუცხადა Knews.ge-ს მალხაზ ჭრელაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *