სეტყვისგან დაზარალებული ჭიკაანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა, რომელიც წუხელ სეტყვამ დააზარალა, სტიქიის ადგილზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების დროულად მისვლას ითხოვს.

,,ვენახების 70 პროცენტი განადგურებულია. სადაზღვეოდან კი ჯერ არ მოსულან. ხელშეკრულებაში მითითებულ ვადას ბოლომდე მიიყვანენ და ალბათ 10-15 დღეში მოვლენ, დამჭკნარი და გაუბედურებული ვენახი იქამდე მოცოცხლდება და ზარალსაც ამის მიხედვით, მინიმალურად შეგვიფასებენ“,- აცხადებენ მევენახეები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *