ახალი ამბები

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი დააზარალა

ნახევარსაათიანმა ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი ჭიკაანი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო და წიწკანაანთსერი დააზარალა.

ადგილობრივების  თქმით,  სრულად არის განადგურებულია მარწყვის, საზამთროსა და ნესვის ბაღები.

ყვარლის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მუშაობს.
„სეტყვა იყო ხუთ სოფელში. გვქონდა თათბირი, სადაც გეგმებზე ვიმსჯელეთ. სტიქის ზონაში კომისია უკვე მუშაობს და მოგვიანებით გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია ზარალის შესახებ“, – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.