არჩევნებიახალი ამბები

კახეთში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო

ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო პროცესი 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო.

როგორც knews.ge-ს ახმეტის მე-18 და საგარეჯოს მე-11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა განუცხადეს, მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

შუალედური არჩევნები ტარდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხალაწანისა და ომალოში. ახმეტის მე-18 საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მინდია იუკურიძეს თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა დღის განმავლობაში საშუალო იყო. მისივე თქმით, დღის განმავლობაში უბნებზე საჩივარი არ დაწერილა.

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქში არჩევნები სოფელ უჯარმაში ტარდება.  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ მღებრიშვილის განმარტებით, ამომრჩეველთა აქტიურობა უბანზე მთელი დღის განმავლობაში მაღალი იყო.

მისივე თქმით, უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და საჩივარი არ დაწერილა.