არჩევნებიახალი ამბები

სახალხო დამცველი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ნინო ლომჯარია ყველა პირს მოუწოდებს, დარღვევების შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდნენ.

„სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს შუალედური არჩევნების მიმდინარეობას.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე. მათ არაერთი საარჩევნო უბანი მოინახულეს, შეხვდნენ დაკავებულებს და აგრძელებენ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესისას უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლებს; ასევე, დარეკონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81“, – ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.