არჩევნებიახალი ამბები

კახეთში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები ტარდება

დღეს კახეთის ორ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნები ტარდება.

წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარ დეპუტატებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალაწანისა და ომალოს მოსახლეობა ირჩევს. როგორც “კახეთის ხმას” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, კახეთში შუალედური არჩევნებისთვის სამი უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო. 

“ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პირველი ამომრჩეველი დილის 8 საათზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის დარღვევა არ არის”, – აცხადებენ საგარეჯოსა და ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
ცესკოს მონაცემებით, სოფელ ხალაწანსა და ომალოში 1218 და უჯარმაში კი 436 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სოფელ უჯარმის მაჟორატარი დეპუტატობის თანამდებობა 12 კანდიდატს სურს, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მანდატისთვის 11 პრეტენდენტი იბრძვის.

ნიკოლოზ ესიტაშვილი