სოფელ ზემო ალვანის მოსახლეობა აქციას გამართავს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მოსახლეობა აქციას გამართავს. ისინი თვითმმართველობას გზის და წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

აქცია 21 მაისს 11:00 საათზე მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართება.

,,21 მაისს მოუწევს ახმეტის თვითმმართველობას მოგვისმინოს. აქცია გაიმართება ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანში. მოვითხოვთ წყლის და გზის პრობლემის მოგვარებას. აქცია 11 საათზე ახმეტის საკრებულოსთან გაიმართება. ყველას ვთხოვთ შემოგვიერთდეს, რადან გვაქვს ჯანმრთელობის უფლება”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ ჯამარიშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *