არჩევნებიახალი ამბები

კახეთში შუალედურ არჩევებში მონაწილეობას 1654 ამომრჩეველი მიიღებს

საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე სამი დღე რჩება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ხალაწანისა და ომალოს მოსახლეობა წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევს.

არჩევნებისთვის სოფელ ხალაწანსა და ომალოში 1218 და უჯარმაში კი 436 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სოფელ უჯარმის მაჟორატარი დეპუტატობის თანამდებობა 12 კანდიდატს სურს, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მანდატისთვის 11 პრეტენდენტი იბრძოლებს.

წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედური არჩევნები კახეთის ორ მუნიციპალიტეტში 19 მაისს ჩატარდება.