ახალი ამბები

„გურჯაანის ნაყინი“ დიაბეტური ნაყინის წარმოებას იწყებს

ერთ თვეში ადგილობრივ ბაზარზე დიაბეტური ნაყინი გაიყიდება. ახალი პროდუქტის წარმოების იდეა „გურჯაანის ნაყინის“ მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნის.

კომპანიის ხელმძღვანელი გურამ ბერიკაშვილი აცხადებს, რომ ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის ბაზარზე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოჩნდება.

,,დიაბეტური ნაყინის წარმოების დაწყება მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნამ განაპირობა. კომპანიას ჯერ დიაბეტური ნაყინის სარეალიზაციო ფასი დადგენილი არ აქვს, თუმცა ის ბაზარზე არსებული ფასებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება”,- განაცხადა გურამ ბერიკაშვილმა.