ახალი ამბებივიდეორეპორტაჟითვითმმართველობა

ირაკლი ქადაგიშვილი- კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები შეღავათებს გაუწევენ

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები გარკვეულ შეღავათებს გაუწევენ.

აღნიშნულ შეთანხმებას საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა და კახეთის გუბერნატორმა დღეს შეხვედრისას მიაღწიეს.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თითოეული ფერმერის საკითხს შესაბამისი ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს, განიხილავს, რის მიხედვითაც მოხდება კრედიტების გადავადება.

,,ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება ყველა აგროსესხის მომხმარებელთან ამ საკითხის განხილვა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ თითოეული მომხმარებლის შემთხვევა ინდივიდუალურია. ამ ეტაპზე დაზარალებული მოსახლეობის მხრიდან მიმართვა ბანკებზე მცირეა, თუმცა იმედი გვაქვს მიმართვიანობა გაიზრდება”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

კახეთის გუბერნატორმა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტები ყოველდღიურ რეჟიმში რათა მოხდეს აღნუსხვა თუ რა ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგათ მათ. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი ოდენობა არ არის ცნობილი.

,,რაც შეეხება, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეტყვით, რომ დღეიდან უკვე ამინდები გამოვიდა, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ეფექტურად ვაწარმოოთ ეს სამუშაოები.

მუნიციპალიტეტები ახლა კომისიური წესით მუშაობენ, რათა მოხდეს აღნუსხვა თუ რა ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგათ მათ და მთავრობის წინაშე წარადგენენ შესაბამისი ფონდის გამოყოფის მიზნით. ამავდროულად, დღეს უკვე, სადაც საჭიროა, რომ დამატებითი მძიმე ტექნიკა იყოს გამოყენებული, კონტრაქტორ კომპანიებთან მოხდება ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება.

მოგეხსენებათ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია ფშაველი–აბანო -ომალოს მიმართულებით აქტიურად აწარმოებს გზის აღდგენა – გაწმენდით სამუშაოებს, რათა თუშეთის გზა მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას გახსნილი“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი