ახალი ამბები

სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკა ახალ შენობაში განთავსდება

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სიღნაღში საბავშვო ბიბლიოთეკისთვის ყოფილი ფოსტის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი ძველი ნაგებობის სრულ აღდგენას მოიცავს, რისთვისაც 109 350 ლარია გათვალისწინებული.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის მეორე სართულზე სამკითხველო დარბაზი, პირველ სართულზე კი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განლაგდება.

ამ ეტაპზე ბიბლიოთეკა სიღნაღის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი