გურჯაანში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მედია ცენტრი კახეთი” და გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის პედაგოგის, ლეილა ქვლივიძეს ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, სადაც 5 ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს,  სურსათი, წიგნები, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *