ახალი ამბები

სოფელ ბაბანეურში სამანქანო გზა დაიტბორა

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში პრობლემები შექმნა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით აბულაძეს ინფორმაციით, ბაბანეურში ტყიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა და მოსახლეობა დააზარალა. მისი თქმით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

,,სტიქიამ ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტის სოფლებს. სოფელ ბაბანეურში კი ღვარცოფმა შექმნა პრობლემები. ადგილზე გასულები არიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია”,- განუცხადა Knews.ge-ს დავით აბულაძემ.