ახალი ამბები

სიღნაღში სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება

19 მაისს, ქართველი სუმოისტების, ტოჩინოშინისა და გაგამარუს გასამხნევებლად, სიღნაღში სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი – ,,სიღნაღის ბაშო” გაიმართება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გამარჯვებული 2 კატეგორიაში გამოვლინდება, რომლებსაც ფულადი პრიზი გადაეცემათ.
უწყებაში განმარტავენ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს.

,,სიღნაღის ბაშოს” მხარდამჭერები არიან: სიღნაღის მუნიციპალიტეტი და საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია/National Suomo Federation Of Georgia- Geo-Jap-Motors. სამოყვარულო ჩემპიონატში გამარჯვებული ორ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდება. I ადგილზე გასული პირი მიიღებს 1000 ლარს, ხოლო II ადგილზე მფლობელი 500 ლარს. მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტის მერიას”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.