ახალი ამბები

სიღნაღის თეატრი ევროპის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

15 მაისს სიღნაღის თეატრალური დასი გერმანიის ქალაქ ესსლინგენში გაემგზავრება და ევროპის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალი ეხება მოხუცთა ცხოვრების როლს ევროკავშირის ქვეყნებში.

,,სიღნაღის თეატრი მაყურებლის წინაშე 17 მაისს სპექტაკლს „ვიღაცა გვეძახის“ წარმოადგენს. ფესტივალზე საქართველოს სახელით მსახიობები: აკაკი ძაძამია, ნანა ბუკია, თორნიკე ჩეკურიშვილი, მირიან გოცირიძე და ანა ლოსაბერიძე წარდგებიან”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ევროპის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 მაისს დაიხურება.