დედოფლისწყაროში მცხოვრები ნიკა ჩიტიშვილი უშუში ევროპის ჩემპიონი გახდა

დედოფლისწყაროში მცხოვრები ნიკა ჩიტიშვილი უშუში ევროპის ჩემპიონის ტიტული მფლობელი გახდა.

ნიკამ დაძაბულ ბრძოლაში ხორვატიელი სპორტსმენი დაამარცხა. ჩემპიონატი, რომელშიც 27 ქვეყნის 900 სპორტსმენი მონაწილეობდა, ქალაქ მოსკოვში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ტრადიციულ უშუში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *