ახალი ამბები

თელავში სათნოების სახლის ახალი შენობა გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტის ააიპ უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. მერიაში აცხადებენ, რომ უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.

“სამსახური ყოველდღიურად 400 ბენეფიციარს ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფს, მოქმედებს საკვების ბინაზე მიტანის სერვისიც.

შენობის რემონტი და ტექნიკური აღჭურვა გერმანიის საელჩოს და თელავთან დამეგობრებული ქალაქი ბიბერახის დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო ახალი ინვენტარი თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი, ქალაქ ბიბერახის საკრებულოს წევრი რაინერ ეტცინგერი, ქალაქ ბიბერახის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენელი საბინე ენგელჰარდტი, ბიბერახის მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი