ახალი ამბები

პანკისში 8 ტურისტული მარშრუტის მოწყობა იგეგმება

ეკოტურიზმის განვითარების ცენტრი პანკისის ხეობაში სალაშქრო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯოყოლო – დუისის, ზემო ხალაწანი – პანკისის ციხის; ხადორი – ხორაჯო – ხადორის; ძიბახევი – მთა ტბათანა – ძიბახევის; ძიბახევი – მთა ტბათანა – ხადორის; ხადორი – მთა დიდი ლამაზური – ხადორის; ხადორის წრიული ბილიკის; ხადორი – მახვალის ჩანჩქერი – ხადორის ბილიკების მონიშვნა. აღნიშნულ ბილიკებზე ტურისტული მანიშნებლების მოწყობაც არის გათვალისწინებული.

დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები ივნისის ბოლომდე უნდა შესრულდეს. ტურისტული მარშრუტების მოწყობისთვის 16 770 ლარი გამოიყოფა. პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით განხორციელდება.
პანკისის ხეობის საფეხმავლო მარშრუტების კვლევა გასულ წელს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ განახორციელა, რაშიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 45 ათასი ლარი გადაიხადა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი