ახალი ამბები

თელავში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თელავში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ოპელისა და ჯიპის მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

17 და 23 წლის დაშავებული მამაკაცები სასწარაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი