ახალი ამბები

ქალაქ ლაგოდეხში სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქალაქ ლაგოდეხში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მინდვრის ხელოვნური საფარის, ახალი ღობის, გარეგანათებების მონტაჟი. მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ასევე მოეწყობა ფეხბურთისა და კალთბურთის მოედნები, სადაც შესაძლებელი იქნება ჩატარდეს სხვადასხვა სპორტული, გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და აქტივობები.

“სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით საყურადღებოა”- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სტადიონის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 102 146 ლარია გამოყოფილი.