ახალი ამბები

შს მინისტრის ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა

შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელია დაშავებული.

ამის შესახებ გახარიამ პანკისში ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, – განაცხადა გახარიამ.