ახალი ამბები

შსს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას უარყოფს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტს უარ­ყოფს.

რო­გორც “კახეთის ხმას” ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. მე­დი­კო მარ­გოშ­ვი­ლის ინფორმაციით, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს პო­ლი­ცი­ის 10-მდე მან­ქა­ნამ გზა გა­და­უ­კე­ტა და და­ა­კა­ვა.
სო­ფელ ბირ­კი­ან­ში მდგო­მა­რე­ო­ბა დღეს დილით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სამუშაოები განახლდა. ად­გი­ლობ­რი­ვები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადა­მი­ა­ნი დაშავდა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი