ახალი ამბები

პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია ავტომანქანები

პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკების დროს სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები.

ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.