ახალი ამბები

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციას აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები მოყვა. პროცესი უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 საათზე აქციის  მონაწილეებმა ფიზიკური დაზიანება მიიღეს.  პოლიციის მცდელობის მიუხედავად მდგომარეობა მოლაპარაკების რეჟიმში ვერ გადავიდა. ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა. თუმცა სიტუაცია ვერ განიმუხტა. ამ წუთებში მდგომარეობა მძიმეა, ისმის სროლის ხმა, დაშავებულია ათეულობით აქციის მონაწილე და სპეცრაზმელი. როგორც „კახეთის ხმას“ აქციის მონაწილემ განუცხადა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან ქვების სროლა მოყვა.