ახალი ამბები

პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პანკისის ხეობაში დილიდან ჰესის მშენებლობა განახლდა. სამუშაოების დაწყებას ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში დაპირისპირებაა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის.
ისინი სოფელ ბირკიანში შეირკიბნენ და ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებენ. ადგილობრივები ხელკეტებით არიან შეიარაღებული და პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრების ვიზიტის დროს, მინისტრები ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება რის უფლებსაც არ მისცემენ.

ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.