ახალი ამბები

სოფელ ანაგაში აქცია გაიმართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფელში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. 

აქციის ორგანიზატორის, სოფელ ანაგის მკვიდრის ნინო გოგოლაშვილის თქმით, თვითმმართველობა თანხას სოფლებში შექმნილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავს.

,,წლებია სოფელ ანაგაში ვითხოვთ გზების და სანიაღვრე არხის რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების ნაცვლად თვითმმართველობა ჯიპებს ყიდულობს. ჩვენ რავქნათ რიგითმა მოქალაქეებმა?

დღეს შევიკრიბეთ რათა თვითმმართველობას და შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს მივაწვდინოთ ხმა, რომ აქ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ. ხალხი ისევ დააშინეს, ბევრი ვინც უნდა მოსულიყო არ მოვიდა აქციაზე. აქციის მონაწილეებზე მეტი პოლიციის თანამშროელი იყო მოსული და ბევრი ამის გამო უკან გაბრუნდა”,- განუცხადა knews.ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.