ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა. 
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს ერთი და იმავე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

“8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და 6 საინიციატივო ჯგუფი. მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე 19 აპრილია“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

რიგითი ნომრები, რომლებიც წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს განესაზღვრათ:
№33 – “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”; №9 – “თავისუფალი საქართველო”; №40 – “სახალხო პარტია”; №24 –”მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”; №21 – “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”;№35 – “გირჩი”; №38 – “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”; №13 – საარჩევნო ბლოკი “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”; №39 – “ქრისტიან-კონსერვატორები”;

ანა მიქელაძეს განმარტებით, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, მათივე მოთხოვნის საფუძველზე განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *