ახალი ამბები

თელავში ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი კინოჩვენებას გამართავს

თელავში სამხრეთ კავკასიის ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი კინოჩვენებასა და საჯარო ლექციას გამართავს.

ღონისძიების პროგრამა თანამედროვე სამხრეთ კავკასიელი და საერთაშორიოს ფოტოგრაფების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუს და უნიკალური თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის პრეზენტაციას გააერთიანებს.

სლაიდშოუსთან ერთად გაიმართება თბილისის ფოტო ფესტივალი და თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის თანამდამფუძვნებლის – ნესტან ნიჟარაძის საჯარო ლექცია “რეალობაში და მის მიღმა : ფოტოგრაფიული გამოსახულების 3 საუკუნე საქართველოში”.

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის ღონისძიება თელავში რიგით მეექვსეა. მომდევნო გასვლითი ღონისძიებები დაგეგმილია პანკისი ხეობაში, რაჭაში, აზერბაიჯანის და სომხეთის პროვინციაში. კინოჩვენება და საჯარო ლექცია ხვალ, თელავის ისტორიულ მუზუემში 15 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი